ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "ეკონომიკური პროფილი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზაში - WorldCat-ში დარეგისტრირდა.
ჟურნალი "ეკონომიკური პროფილი“ იზიარებს ღია ხელმისაწვდომობის კონცეპტუალურ პრინციპებს და სტუდენტების, მკვლევარების და აკადემიური პერსონალის წინაშე მათი გატარების ვალდებულება აქვს.
WorldCat აერთიანებს მსოფლიოს 123 ქვეყნის 17900-ზე მეტ ბიბლიოგრაფიულ ბაზას აერთიანებს და ჟურნალის დარეგისტრირება როგორც სამეცნიერო საზოგადოების საქმიანობას, ასევე ჟურნალის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.