ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ორდღიანი ტრენინგი, თემაზე - „ფინანსური დაგეგმვა“ გაიმართა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ელგუჯა დეისაძე უძღვებოდა.
ტრენინგი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის მიერ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში", ფარგლებში განხორციელდა.