ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, გოჩა თუთბერიძე, ვიცე რექტორთან და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად ევროკავშირის ერაზმუს+ პროექტის “უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” ფარგლებში ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის რექტორსა და ვიცე რექტორებს შეხვდნენ, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის ტექნიკური განვითარებისა და კვლევების მხარდაჭერის ცენტრს, სამეცნიერო სამედიცინო ლაბორატორიებისა (CITIUS და CIMUS) და სამეწარმეო ინკუბატორების მუშაობის სპეციფიკას, სადაც კვლევითი შედეგების გადაცემა მიმდინარეობს.