ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უცხოენოვან სტუდენტებთან საჯარო ლექცია თემაზე: "საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა - გენეზისი და თანამედროვეობა" გაიმართა.
შეხვედრის მიზანი რეგიონში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკებისა, კურორტების შესახებ საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების ინფორმირება იყო, რაც უცხოელ სტუდენტებს საქართველოში ადაპტაციას გაუმარტივებს.