აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე პლაგიატის პრევენცია .
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს.
კონკურსის მიზანია სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა.
პოსტერი შესაძლებელია შესრულებული იყოს თეთრი თაბახის ფურცელზე ფერადი მარკერების/ფანქრების/აკრილის გამოყენებით.
პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის შემთხვევაში პოსტერი მოიხსნება კონკურსიდან).
პოსტერის ფორმატი: A3 (PDF)
ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.
გამარჯვებულები (I, II და III ადგილის მფლობელები) დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით!
პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 26 აპრილი.
პოსტერები უნდა გაგვიზიაროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] (Subject-ში მიუთითეთ პოსტერების კონკურსი - თქვენი სახელი და გვარი ).