ქუთაისის უნივერისტეტი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) პროექტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ჩაერთო, რომელიც საქართველოს ექვს საუნივერსიტეტო ქალაქში: ქუთაისში, თბილისში, თელავში, გორში, ზუგდიდსა და ბათუში გაიმართება.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელი უნარების განვითარება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის ტრენინგები და ვორქშოფები ადვოკატირების კამპანიის, სამოქალაქო ჩართულობის პროექტების წერის/მართვის, პოლიტიკური სისტემის, ადამიანის უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ გაიმართება.
ტრენინგებისა და ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეებს ჯგუფური მუშაობის, პროექტების მართვისა და ადვოკატირების კამპანიის წარმართვისთვის აუცილებელი უნარები განუვითარდებათ, რომელიც შემდგომში მათ სამოქალაქო ჩართულობის პროექტების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.
ქუთაისის უნივერსიტეტში პროექტის რეგიონული კოორდინატორი სამოქალაქო განათლების ლექტორი და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი თინათინ მეფარიშვილია.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.