ქუთაისის უნივერსიტეტს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და საბუღალტრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი თარმო კადაკი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები უკვე არსებული პროგრამების განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით განიხილეს, რომელიც ერასმუს+ მობილობას, სტუდენტებისა და პროფესორ - მასწავლებლებისთვის გულისხმობს.
აღნიშნული, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო განათლების მიღებასა და დარგობრივი მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა.