ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის როლის, დანიშნულების, ასევე სტუდენტთა მიერ გაზიარებული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებული რეაგირებების შესახებ სტუდენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება; სტუდენტთა მოსაზრებების, ინიციატივებისა და რეკომენდაციების გაზიარება, როგორც სწავლება-სწავლის პროცესთან, ასევე სხვა, მათთვის საგულისხმო საკითხებზე.
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა დისტანციურად, Google Meet პლატფორმის გამოყენებით განხორციელდა.
შეხვედრის პირველი ნაწილი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პრეზენტაციით, შეხვედრის ძირითადი მიზნების შესაბამისად ჩატარდა, მეორე ნაწილი კი სრულად კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო.