8 მაისს, სიცილის ლიგისა და ქართული ლიგის ორგანიზებით სატელევიზო პროექტი - "საქართველოს ჩემპიონატი იუმორში“ იწყება, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდი „სენსაცია“ მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის და ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
როგორც ცნობილია, ჩემპიონატში მონაწილე 20-მდე გუნდიდან, დაახლოებით 12 გადავა შემდეგ ტურებში.
პროექტი სატელევიზო ფორმატისაა და ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის ეთერში გადაიცემა.