ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტთა მეთვრამეტე კონფერენციისთვის ემზადება, რომელშიც სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის გარდა, წელს პირველად მედიცინის ფაკულტეტიც მონაწილეობს.
კონფერენციის თემატიკა განსაზღვრულია მეწარმეობის, მენეჯმენტის მარკეტინგის, ფინანსებისა და აღრიცხვის, ეკონომიკის, ტურიზმის, ჯანდაცვის, კლინიკური და საბაზისო მედიცინის მიმართულებით.
კომპეტენტური კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაშრომი ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალ "ეკონომიკურ პროფილში“ გამოქვეყნდება.
სტუდენტთა მეთვრამეტე კონფერენცია 20 ივნისს ჩატარდება და მონაწილეებს სექციური მუშაობა შეეძლებათ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1k5vgEGZXokskLbdviJUCvVQqyvqEhgaSL7hgTpMds6k/edit?ts=627e4e3c