ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობებზე

კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობებზე

,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

ეკონომიკის მიმართულებით;
პროფესორი (1);
ასოცირებული პროფესორი (1);

კერძო სამართლის მიმართულებით;
პროფესორი (2);
 
სისხლის სამართლის მიმართულებით;
ასოცირებული პროფესორი (2); 

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით;
 ასისტენტი (2).

კონკურსი ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: 

1.    კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
2.    საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის  3 თებერვლიდან 9 თებერვლის  ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში  ელექტრონულად ან/და ადგილზე;  

დეტალური ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების, წარსადგენი დოკუმენტაციის და კონკურსის ვადების შესახებ იხილეთ დანართი #1-ში.

ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ფორმატში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

ქართული: https://www.unik.edu.ge/PagePDF/edc1cd4d4b368c6338ad5bcec74ddfc4.pdf

ინგლისური: https://www.unik.edu.ge/PagePDF/a1579eb8e7392e4277bbca7433299ba3.pdf

რექტორის ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს:
ქუთაისის, წერეთლის N13
[email protected]
ტელ: +995 (431) 23 79 79