წლევანდელი სასწავლო წელი განსაკუთრებით ლამაზად და ამაღლებული განწყობით განახლდა.სასიამოვნო სანახავი გახლდათ უნივერსიტეტის ეზო,შენობა,განახლებული ინტერიერი,ლაბორატორიები,სააქტო და საკონფერენციო დარბაზები.
უნივერსიტეტს საპატიო სტუმრები ეწვია სამხარეო ადმინისტრაციიდან.
სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს იმერეთის მხარის გუბერნატორმა- ბატონმა ლაშა მაქაცარიამ,ქალაქის მერმა- ბატონმა გიორგი თევდორაძემ და ვიცე-გუბერნატორმა- ბატონმა გიგა შუშანიამ.
რექტორატმა მრავალი სიურპრიზი და საჩუქარი დაახვედრა როგორც პირველკურსელებს,ასევემეორე,მესამე და მეოთხეკურსების წარჩინებულ და გამორჩეულ სტუდენტებს. ეს იყო როგორც უნივერსიტეტის დამფუძნებლების სახელობითი, ისე ჩვეულებრივი სტიპენდიები და 20% –იანი სწავლის ქირის ფასდაკლებები...განსაკუთრებით სასიამოვნო და სასიხარულო სიურპრიზი ელოდა სამ პირველკურსელს, რომლებმაც ქუთაისის უნივერსიტეტში გაზაფხულზე ჩატარებული ტესტირების საფუძველზე შიგასაუნივერსიტეტო გრანტი მოიპოვეს. სწორედ მათ – დიანა გივიშვილს, ანა კლდიაშვილსა და ნუგზარ მელაძეს ხვდათ წილად საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა.
სიურპრიზები ამით არ დასრულებულა_უნივერსიტეტმა პირველკურსელები ექსკურსიაზე წაიყვანა ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში. ეს ჩვენი უნივერსიტეტის მიერ წლების წინ დანერგილი ტრადიციაა...
სასწავლო პროცესის განახლება დასამახსოვრებელი იქნება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის.
{Gallery dir='news/26-09-2211'}