ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტის" აფილირებული პროფესორი "დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტს" ეწვია

2023 წლის 6-13 მაისს, "ქუთაისის უნივერსიტეტის" აფილირებული პროფესორი ეკატერინე ვაწაძე "დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტში" (რუმინეთი) ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური მობილობით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ეკატერინე ვაწაძემ ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისათვის დარგობრივ ინგლისურში ლექციები წაიკითხა. სალექციო პროცესი ინტერაქციული სწავლების მეთოდით წარიმართა, რაც გულისხმობდა ონლაინ პლატფორმების, როგორებიცაა კაჰუთი, მენიმეტრი, კანვა, ა.შ. გამოყენებას.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებზე, ეკატერინე ვაწაძემ დარგის სპეციალისტებთან ერთად "ქუთაისის უნივერსიტეტში" და "დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტში" არსებული დარგობრივი ინგლისურის მიზნების, შედეგების, შინაარსისა და მეთოდების შესახებ ისაუბრა. ასევე, განხილულ იქნა  გაზიარებული გამოცდილების უნივერსიტეტების შესაბამის სასწავლო გეგმებში ინტეგრაციის გზები და სამომავლო აკადემიური კოლაბორაციების პერსპექტივები.


ეკატერინე ვაწაძეს საშუალება მიეცა "დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტის" პრეზიდენტს, რექტორს, სენატის თავჯდომარეს, ერაზმუს+ ინსტიტუციონალურ კოორდინატორსა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანს შეხვედროდა.


აღსანიშნავია, რომ პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობა აკადემიური კავშირებისა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


ბოლო სიახლეები