ქუთაისის უნივერსიტეტსა და “მუღლა სიტკი კოჩმანის უნივერსიტეტს" (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
"მუღლა სიტკი კოჩმანის უნივერსიტეტი" 1975 წელს "ანკარის ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა აკადემიასთან" აფილირების ფარგლებში დაარსდა. ის მუღლაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
აღსანიშნავია, რომ "მუღლა სიტკი კოჩმანის უნივერსიტეტი" ქუთაისის უნივერსიტეტისათვის რიგით მეოთხე პარტნიორია თურქეთის მასშტაბით.