ცხადდება "Erasmus+"-ის პროგრამის სტიპენდიები 2023-2024 ომენიუსის უნივერსიტეტში (ბრატისლავა, სლოვაკეთი).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით
კვოტა: 2
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/8paP5Fz2W5QUpH7W9
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.
1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 10:00 სთ)
(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე - (ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 11:00 სთ)
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
გასაუბრების შეფასების ელემენტები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარესგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 24 ოქტომბრის შუა დღის 12:00 საათისა.
ერაზმუს+ მობილობის მენეჯერი სინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრას გამართავს პარასკევს, 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე.
შეხვედრაზე დასასწრებად მიჰყევით ლინკს: https://meet.google.com/ojy-ghcx-udw