ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ცხადდება

ცხადდება "Erasmus+"-ის პროგრამის სტიპენდიები 2023-2024 გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში („ლავოსლავ რუჟიჩკა“ ვუკოვარი, ხორვატია)

ცხადდება "Erasmus+"-ის პროგრამის სტიპენდიები 2023-2024 გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში („ლავოსლავ რუჟიჩკა“ ვუკოვარი, ხორვატია).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამისა და ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიცინის პროგრამის სტუდენტებს.

მასპინძელი უნივერსიტეტი: გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი „ლავოსლავ რუჟიჩკა“ ვუკოვარში, ხორვატია


სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიცინის პროგრამის სტუდენტები


მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი


სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით


კვოტა: 2


სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/cpSY4G2kPqtqt6rv9

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.


 1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 10:00 სთ)

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.


2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე - (ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 11:00 სთ)

 გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

 გასაუბრების შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარესგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 24 ოქტომბრის შუა დღის 12:00 საათისა.


ერაზმუს+ მობილობის მენეჯერი სინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრას გამართავს პარასკევს, 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე. 


შეხვედრაზე დასასწრებად მიჰყევით ლინკზე: https://meet.google.com/ojy-ghcx-udw