მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია ჩაატარა ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის პროფესორმა რაინერ ფიტზმა. სალექციო თემა: „მენეჯმენტის სისტემები: პროცესები და პროცედურები“.
შეხვედრაზე, რომელიც swiss credit-ის ქუთაისის წარმომადგენლობის (ხელმძღვანელი, ქ-ნი დ. სილაგაძე) ხელშეწყობით გაიმართა, მოწვეული იყვნენ: ქუთაისის მერის მოადგილე, ბ-ნი ნიკო კაჭკაჭიშვილი, საფინანსო სამსახურის განყოფილების უფროსი, ბ-ნი რევაზ რობაქიძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
საჯარო ლექცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
{Gallery dir='news/21-10-2011'}