ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქათამაძე Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, სრული დაფინანსებით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში, კომენსკის უნივერსიტეტში ისწავლის.
ქუთაისის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში 19 ქვეყნის 44 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს.