უნივერსიტეტის თანამშრომლების (დ.მაღლაკელიძე, ნ. ვაშაკიძე, მ.ყიფიანი) მიერ მომზადდა და გამოიცა ლექციების კურსი ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში. იგი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა სპეციალობათა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის, ასევე ნებისმიერი დარგის ბუღალტრული აღრიცხვით დაინტერესებულ პირთათვის, ეკონომიკური სფეროს სპეციალისტებისთვის.