ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა მინდელი Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, სრული დაფინანსებით ესპანეთში, მალაგას უნივერსიტეტში ისწავლის.
ქუთაისის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში 19 ქვეყნის 44 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს.