ქუთაისის უნივერსიტეტის ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიცინის პროგრამის სტუდენტი საპნა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, სრული დაფინანსებით ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში „ლავოსლავ რუჟიჩკა“ ისწავლის.
ქუთაისის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში 19 ქვეყნის 44 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს.