ქუთაისის უნვიერსიტეტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო თანამშრომლობით კვირეულში მონაწილეობა მიიღო.
კვირეული “ევროპის უნივერსიტეტის” აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფაკულტეტების წარდგენით გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა უნივერსიტეტის, მისი ინსტიტუციონალური და აკადემიური მხარეების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნული სახის ღონისძიებები ხელს უწყობს უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.