"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და "ალექსანდრეს კოლეჯს" (კვიპროსი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
"ალექსანდრეს კოლეჯი" შოტლანდიელი ვაჭრისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ირგვლივ პირველი მოგზაურის (1793), ალექსანდრე მაკკენზის პატივსაცემად 2006 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის განათლების სამინისტროს ავტორიზაციით დაარსდა.
საერთაშორისო სტუდეტების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე "ალექსანდრეს კოლეჯი" დაინტერესებულ სტუდენტებს მულტიკულტურულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს.
"ალექსანდრეს კოლეჯი" რიგით მეორე საერთაშორისო პარტნიორია კვიპროსის მასშტაბით ქუთაისის უნივერსიტეტისათვის.