ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და " ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ქუთაისის უნივერსიტეტსა" და "ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტს" (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტი" კვლევაზე ორიენტირებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს ათამდე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. 

"ქუთაისის უნივერსიტეტი" ერთ-ერთი პირველი რეგიონალური პარტნიორია "ანტალიის ბილმის უნივერსიტეტისათვის". 

 


ბოლო სიახლეები