ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა ლორთქიფანიძე ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, სრული დაფინანსებით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში, კომენსკის უნივერსიტეტში ისწავლის.
ქუთაისის უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში 21 ქვეყნის 49 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს.