პირველი ნოემბერი, საიუბილეო კვირეულის მეორე დღე. როგორც ანონსიდან ვიუწყებოდით ეს დღე სპორტული ღონისძიებებისთვის გახლდათ განკუთვნილი.
უნივერსტიტეტის ეზო სტუდენტებით, პროფესორ-მასწავლებლებითა და მოწვეული სტუმრებით იყო სავსე.
მზიანი და თბილი ამინდი კარგი ხელისშემწყობი პირობა გახლდათ (გრეხეთბოლი) შეჯიბრებების ღია ცის ქვეშ კიდევ უფრო ხალისიანად და აზარტულად ჩატარებისა...
მკვლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, მიზანში სროლა, გრეხეთბოლი, ჭადრაკი_სპორტის სახეობები,რომელშიც ერთმანეთს ეპაექრებოდნენ ქალაქის თვითმმართველობის, მერიის სპორტული და ახალგაზრდული დეპარტამენტების წარმომადგენლები და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები. მოწვეული მსაჯები და ქალაქის ღირსეული, დამსახურებული ვეტერანი სპორტსმენები ყურადღებას არ აკლებდნენ მიმდინარე ღონისძიებებს.
ასპარეზობა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება ოვაციებისა და მხიარული შეძახილების ფონზე წარიმართა.
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა და მოწვეულმა სპორტსმენებმა სიგელები და საჩუქრები გადასცემს გამარჯვებულებს: ნინო გოლეთიანი (მაგიდის ჩონგბურთი)გიორგი ორბელაძე(მაგიდის ჩონგბურთი), იუზა გაბრიჭიძე (მკლავჭიდი), გიგა წოწონავა (მკლავჭიდი), ლაშა რიჟამაძე(მკლავჭიდი), ლევანი კუჭუხიძე (მკლავჭიდი), გიორგი ჩიხლაძე (გრეხეთბოლი), თორნიკე წოწონავა(გრეხეთბოლი), ლაშა სულაძე (გრეხეთბოლი), ჰამლეტი თვარაძე (გრეხეთბოლი), ბაჩანა თვარაძე(გრეხეთბოლი), გიორგი ნაჭყებია (მიზანში სროლა), ბექა ჩუბინიძე (მიზანში სროლა), ირაკლი მებონია(ჭადრაკი), ლაშა ხაჭაპურიძე (ჭადრაკი).
ქუთაისის უნივერსიტეტი მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებსა და ღონისძიების ორგანიზების მონაწილე ვეტერან სპორტსმენებს: ნინო უჩაძეს, მედეა მხეიძეს, ალექსი აბუთიძეს, ირაკლი გამთენაძეს, ავთანდილ ახვლედიანს, დავით აბულაძეს, ბესიკ ჯანელიძეს.
{Gallery dir='news/1-11-2011'}