ქუთაისის უნივერსიტეტსა” და „ უტენას კოლეჯს“ (ლიეტუვა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
უტენას კოლეჯი წარმოადგენს ინოვაციურ, ეროვნულ და საერთაშორისოდ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
კოლეჯი ფლობს ისეთ კვლევის ცენტრებსა და ლაბორატორიებს, რომლებიც სტუდენტებს უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღებასა და, როგორც ადგილობრივ, ისევე, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობაში.