ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კვირეულის დღეები ქუთაისის უნივერსიტეტში გრძელდება.

 

კვირეულის დღეები ქუთაისის უნივერსიტეტში გრძელდება. ორი ნოემბერი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების თვითშემოქმედებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენას დაეთმო. საგამოფენო დარბაზი დამთვალიერებელთა მოწონებასა და აღტაცებას იწვევდა წარმოდგენილი ნიმუშების მრავალფეროვნებითა და დახვეწილობით.სტუმართა შორის გახლდნენ რესურსცენტრის, საზოგადოება ,,ბაღის კიდის“, ,,ქუთაისელის“, ,,ქალთა კლუბის“და ინტელიგეციის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

დამთვარიელებლებმა თავიანთი შეფასებები და სურვილები მრავლად ჩაწერეს შთაბეჭდილებათა წიგნში.

საგამოფენო დარბაზის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, რომელიც მსმენელთა სიმრავლეს ვერ იტევდა. ,,შემოდგომის ფერები“-პოეზიის საღამო,რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემოგვთავაზეს მართლაც რომ შემოდგომის ფერებით იყო გაჯერებული-როგორც სცენა,ასევე დარბაზი: წითელ-ყვითელი ფოთლები, ხმელი ყვავილები და შემოდგომის ბევრი სხვა აქსესუარი ხეივნის შთაბეჭდილებას ტოვებდა. წყნარი მუსიკა და ქართული პოეზიის არაჩვეულებრივი ნიმუშები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა და მსმენელების განწყობას ნამდვილად დადებითი შინაგანი მუხტით ავსებდა.

საღამოს მეორე ნაწილი კი იმპროვიზირებული გახლდათ. სტუდენტების მიერ შემოთავაზებულმა ლექსებმა და ლიტერატურულმა კომპოზიციებმა ისეთი გამოძახილი პოვა მსმენელთა შორის, რომ მათაც გაუჩნდა სცენაზე ასვლისა და ლექსის წაკითხვის სურვილი.საღამო კიდევ უფრო საინტერესო გახადეს და გაალამაზეს პოეტმა და ჟურნალისტმა ქალბატონმა ელისო ქაროსანიძემ, პოეტმა ირმა ქურასბედიანმა, უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ნუნუ ქიქოძემ და მზია ჟორჟოლიანმა. და რაც ყველაზე უფრო სასიამოვნოა იმ სტუდენტებმა, რომლებსაც ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და პირდაპირ დარბაზიდან ამოვიდნენ სცენაზე.

საღამოს დასასრულს ახალგაზრდებმა კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი შეთავაზეს მაყურებელს: სხვადასხვა ხილითა და საშემოდგომო ნუგბარით დატვირთული სუფრა ,ბადაგითა და ახალდაწურული ღვინით,ადგილზე ამოვლებული ჩურჩხელებითა და ფელამუშით....

დარბაზიდამ გამოსულებს კი უნივერსიტეტის ეზოში კიდევ ერთი სასიამოვნო სანახაობა დახვდათ: უნივერსიტეტის ჰიმნზე შესრულებული კლიპის კიდევ ერთი პრეზენტაცია.

საღამოს,რომელიც უნივერსიტეტის კულტურული ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა,თავად სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ.მთელი უნივერსიტეტის სახელით მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს: ქეთევან რუხაიას, გიორგი ბანძალაძეს, ირაკლი ყიფიანს, ჯუბა ჯიმშელეიშვილს, ბექა მანაგაძეს, თეიმურაზ ყურაშვილს,ენგული შალამბერიძეს, თორნიკე კალანდაძეს, ლევან კუჭუხიძეს, ლადო ჭელიძეს, ნინო გელენიძეს, ლია სალუქვაძეს- გიორგი ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით.

 

ქუთაისი უნივერსიტეტის ჰიმნი ანრი ჯოხაძის შესრულებით

{Gallery dir='news/03-11-2011'}

 


ბოლო სიახლეები