25 მარტს თურქეთის ტელევიზიის ორგანიზებით, ლექცია "ქრონიკული ტკივილების ქირურგიული მკურნალობა" ჩატარდა, რომლის მოდერატორად ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული მეცნიერ თანამშრომელი ნანა ჭანჭალეიშვილი იყო მიწვეული. ვებინარში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა ასევე, ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
როგორც ლექციის დროს აღნიშნა, მწვავე ტკივილი ყველაზე ხშირად განცდილი გრძნობაა, ის სტრესის ძირითადი კომპონენტია, ტკივილი თან ახლავს ტრავმას, ქირურგიულ ჩარევებს და მწვავე დაავადებებს. ქრონიკულ ტკივილი უარყოფით გავლენას ახდენს პაციენტის ზოგად აქტივობაზე, ფუნქციონალურ დატვირთვაზე და აუარესებს სიცოცხლის ხარისხს.
დღეისათვის, ქრონიკულ ტკივილთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა, რომლის დროსაც ხდება მინტრათეკალური ტუმბოს იმპლანტაცია, აბლაცია და სხვა ნეირომოდულაციის პროცედურების გამოყენება.
ლექციის მსვლელობისას შედგა დისკუსია აქტუალურ საკითხებზე, რომელშიც აქტიური ჩართულობა გამოავლინეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პერსონალმა.