ქუთაისის უნივერსიტეტსა და პოვისლანსკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პოვისლანსკის უნივერსიტეტი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პოლონეთში, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური და საერთაშორისოდ აღიარებული სწავლების მეთოდებით.
პოვისლანსკის უნივერსიტეტი სტუდენტებს რამდენიმე კვლევით ცენტრთან ერთად, უამრავ გაცვლით პროგრამებს სთავაზობს ევროპის კავშირის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.