"ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტების მობილობის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო სემესტრში "ქუთაისის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდა.
კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი იყო 6 კვოტა. ათვისებულ იქნა 4.
შესაბამისად, შეირჩა ოთხი სტუდენტი სამი სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით:
1. ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი კობახიძე;
2. სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა მინდელი;
3. მალაგის უნივერსიტეტი, ესპანეთი - ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გვანცა მანჯგალაძე;
4. კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი - სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ თავართქილაძე.
"ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს სრულად უფინანსდებათ სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. აღნიშნულთან ერთად მობილობის კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.