ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ნიკოლოზ ჩიხლაძის ნაშრომების „ეკონომიკა და მართლმადიდებლური სწავლება“ და “მებაჟის კონცეპტი წმინდა წერილში” განხილვა.

 

3 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თეოლოგიის დოქტორის, ქუთაისის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის სტიქაროსნის, ნიკოლოზ ჩიხლაძის ნაშრომების  „ეკონომიკა და მართლმადიდებლური სწავლება“ და “მებაჟის კონცეპტი წმინდა წერილში” განხილვა. ორივე ნაშრომი ქუთაისის უნივერსიტეტმა გამოსცა და მათ ეკონომიკურ და საღვთისმეტყველო წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვიეს. ნაშრომის განხილვაზე მოწვეული იყვნენ სასულიერო პირები ქუთათელ-გაენათის ეპარქიიდან: დეკანოზი ექვთიმე (წულუკიძე) და დეკანოზი ლუკა (წითური).

შეხვედრის დასაწყისში ავტორმა წარმოადგინა საკუთარი ნაშრომები. ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს უკრაინაში, ქ.უჟგოროდის ღვთისმეტყველების აკადემიაში მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „მართლმადიდებლობის ეკონომიკური პარალელები“ და მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი.

ნაშრომებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა: ეკატერინე ბაბუნაშვილმა და ვაჟა გურაბანიძემ, ასისტენტ-პროფესორმა მავლინა ყიფიანმა, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, აწსუ და ქუთაისის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორმა აკაკი ბაკურაძემ და ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აწსუ ასოც. პროფესორმა შოთა ლომინაშვილმა.

წარმოდგენილი ნაშრომების მნიშვნელობაზე ისაუბრა რეცენზენტმა, დეკანოზმა ექვთიმე (წულუკიძე), რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალი სპეციალისტებისათვის აქტუალურია თავიანთ ძირითად სპეციალობასთან მიმართებით ჩაწვდნენ ბიბლიურ მცნებებთან ორგანულ კავშირს.

 

{Gallery dir='news/03+11+2011'}


ბოლო სიახლეები