მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში ქუთაისის უნივერსიტეტისა და აიპი "მათემატიკოსის“ მიერ ორგანიზებული საკვირაო სკოლა დასრულდა.
სკოლის მუშაობაში იმერეთის სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საკვირაო სკოლას ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ოთარ შენგელია და ასოცირებული პროფესორები მალხაზ ჯინჯიხაძე, გოჩა უგულავა და მიხეილ გაგოშიძე უძღვებოდნენ.
საკვირაო სკოლა 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოველ კვირას ლექციებზე სხვადასხვა თემები იყო განხილული.
მოსწავლეებს საკვირაო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, სკოლებს კი მადლობის ფურცელი გადაეცათ.