ქუთაისის უნივერსიტეტს ინდოეთის საელჩოს საკონსულოს მე-2 მდივანი ადიტია პანდეი ესტუმრა.
სტუმარს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ უმასპინძლეს.
ინდოეთის საელჩოს წარმომადგენელი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან სასწავლო პროცესზე და საელჩოს მიერ დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.
ადიტია პანდეიმ ყურადღება გაამახვილა ქუთაისის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის 6-წლიანი პროგრამისა ეფექტურობასა და კარიერულ შესაძლებლობებზე.
საელჩოს წარმომადგენელმა მომდევნო ვიზიტი ივლისის თვეში დააანონსა.