ქუთაისის უნივერსიტეტში პარტნიორებისთვის ტრენინგი თემაზე “SMART მიზნები და SWOT ანალიზი” გაიმართა.
შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა გრიგოლაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.