ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი ჩინური ენის სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს.
კურსი მოიცავს როგორც სტანდარტულ სწავლებას (HSK I), ასევე პრაქტიკულ ნაწილს ჩინური კულტურისა და ტრადიციების გაცნობის მიზნით.
ჩინური ენის კურსი ჩატარდება ქუთაისის უნივერსიტეტის სივრცეში და მისი მიზანია ჩინური ენის საბაზისო დონეზე (ფონეტიკა, ლექსიკა, გრამატიკა) შესწავლა და მარტივი, ყოველდღიური საკომუნიკაციო ენის ათვისება.
ჩინური ენის კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/zSial
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 სექტემბერი