უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ეკონომიკის დეპარტამენტთან ერთად შეაჯამა და განიხილა 2011-2012 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამის I შუალედური გამოცდების შედეგები...
პირველი შუალედური გამოცდების ანალიზმა აჩვენა, რომ სტუდენტთა უმრავლესობამ მიიღო დადებითი შეფასება. აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი შეფასდა მაღალი ქულებით, მაგრამ ადგილი ჰქონდა დაბალ შეფასებებსაც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკურსელთა შედეგებს... ხუს-ი(ასოც. პროფ. ე.ბაბუნაშვილი) ეკონომიკის დეპარტამენტის ხელ-თან(ასოც.პროფ.გ.შანიძე) ერთად შეხვდა პირველი კურსის სტუდენტებს და მათთან ერთად განიხილეს შუალედურ გამოცდებზე დაფიქსირებული შეფასებები. დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია შუალედური გამოცდების მნიშვნელობისა და სასწავლო კურსების ასათვისებელი ქულების დაგროვების მექანიზმებზე. სტუდენტებმა კმაყოფილება გამოთქვეს აღნიშნული შეხვედრით.