ქუთაისის უნივერსიტეტში 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა - "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიმართა.
პროექტში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა:
პროექტში მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეები და ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები.
ჟან მონეს მოდულის პროექტის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში საქართველოში სტუდენტების, აკადემიური წრეების და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით. გარდა ამისა, მოდული ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ზამთრის სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.