ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ბრიტანული საზაფხულო სკოლა დაბა კოჯორში

 

მოზარდ-ახალგაზრდებს გთავაზობთ  ინგლისური ენის საზაფხულო სწავლების  კურსს  პროფესიონალ ინგლისელ და ამერიკელ პედაგოგებთან ეკოლოგიურად სუფთა გამაჯანსაღებელ საკურორტო ზონაში .
პროგრამის შესახებ:  BLCT საზაფხულო სკოლის პროგრამა არის ინტენსიური აკადემიური პროგრამა, რომლის  მიზანია დაეხმაროს  მოსწავლეებს ინგლისურის ცოდნის  გაუმჯობესებაში.  ჩვენ ვუქმნით მოსწავლეებს ხალისიან და მეგობრულ ინგლისურენოვან გარემოს, სადაც ისინი თამამად შეძლებენ  ინგლისურ ენაზე მეტყველებას. ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა გათვლილია ელემენტარული საბაზისო ცოდნის მქონე მოსწავლეებისათვის და ორიენტირებულია თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურზე. კურსი მიზნად ისახავს მეტყველების და მოსმენის უნარის გაუმჯობესებას, ასევე ლექსიკის გამდიდრებას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენას, რაც ხელს შეუწყობს ინგლისურ ენაზე თავისუფლად მეტყველების უნარის გამომუშავებას.    (კურსების დაწყებამდე  მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტესტირება. მოსწავლეები ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით დაჯგუფდებიან.)  მასწავლებლების შესახებ: ჩვენი ყველა მასწავლებელი არის მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალი ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მათ აქვთ ქართველ სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება და იციან ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების სპეციფიკა და მნიშვნელობა.
საზაფხულო სკოლის მომსახურების  სპექტრი:
• ინგლისური ენის ინტენსიური გაკვეთილები  - დღეში 3 საათიღონისძიებები:

• ინტელექტუალურ- კულტურული: ვიქტორინები, ექსკურსიები...

• გასართობი : დისკოთეკა, პიკნიკები, ბარბიკიუ ბუნების წიაღში...

• გამაჯანსაღებელი: სხვადასხვა სპორტული აქტივობები…
კვება - სასწავლო კურსის მოსწავლეებისათვის - ლანჩი, ხილი, სასმელები, ნაყინი...

• ბანაკის ბავშვებისათვის-სამჯერადი (საუზმე, სადილი, ვახშამი)
ტერიტორია დაცულია - არის მანდატური, დამონტაჟებულია ვიდეო-თვალი...  ბანაკს ემსახურება ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების გადაადგილებას.
კურსის დამთავრების შემდეგ,  ტესტირების შედეგად,  გაიცემა ბრიტანული ენის ცენტრის, თბილისის საზაფხულო სკოლის  სერტიფიკატები  (BLCT SUMMER SCHOOL CERTIFICATE) ,  ჯილდოები და საჩუქრები.   საზაფხულო სკოლაში პირველი ნაკადი შემოდის 18 ივნისს. (10:00 – 18:30 სთ.)

18.06 - 30.06

02.07- 14.07

16.07- 28.07

სწავლების კურსის ხანგრძლივობაა 2 -დან 4 კვირამდე. 2 კვირიანი სწავლების საფასურია - 549 ლარი.
Please contact us for further detailed information or visit our website for full details. British Language Centre Tbilisi (BLCT) 1/43, Vazha Pshavela Ave 0177. Tbilisi, Georgia Tel: (+995 32)2105678 / 790 890890 Mobile: 598 700061 / 555 200253 E-mail: [email protected] Website: www.blct.ge
How to Apply: http://blct.ge/HOW%20TO%20APPLY.pdf Application Form: http://blct.ge/APPLICATION%20FORM.pdf
ინფორმაციის წყარო:http://www.hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=52758