10-11 ივლისს, აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ" აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროექტი "დემოკრატიის საყრდენი" განახორციელა.
"დემოკრატიის საყრდენი“ ამერიკული პროექტის "Know Your Government“ ანალოგია, რომელიც ვაშინგტონის შტატში ხორციელდება.
2-დღიანი ტრენინგი დემოკრატიის შესახებ შემდეგ ოთხ თემას აერთიანებდა: საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, არჩევნები და პარტიები, პოლიტიკისა და მედიის ურთიერთმიმართება.
ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეებმა განხილულ თემებზე საინფორმაციო სესიები გამართეს, რომლებშიც ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
პროექტის კურსდამთავრებულებს EPAG-ისა და აშშ-ის საელჩოს დადასტურებული სერტიფიკატები გადაეცათ.