13 ივნისს, ქუთაისის უნივერსიტეტში სტუმრად საბერძნეთის დელეგაცია იმყოფებოდა.
დელეგაციას ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა უმასპინძლა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ: ჩრდ. კერკირას მუნიციპალიტეტის ორი ვიცე-მერი - იანის გარნელი და თეოდოროს მავ რონასი, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი, ასევე განათლებისა და კულტურის ცენტრის "კავკასია" გამგეობის თავმჯდომარე ავთანდილ მიქაბერიძე და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაგეგმეს.