რეგიონალიზაცია სამართლიანად არის მიჩნეული საქართველოში რეფორმების ინსტიტუციონალიზაციის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს რეგიონებში არ იყო შემუშავებული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიები. იმერეთის რეგიონი პირველია, სადაც დამუშავდა 2012-2017 წლების სტრატეგია. მასში აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის უნივერსიტეტი. სტრატეგიის ტექსტის მომზადების საერთო კოორდინაცია უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ნ. ჩიხლაძეს დაევალა.„იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2012–2017“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის რეკომენდაციებით ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშავდებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-ანალიტიკურ ცენტრში. მიმდინარე წლის 12 ივნისს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეების, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა ქუთაისის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ. სტრატეგია მოწონებულ იქნა და შესაბამისი ექსპერტიზისა და დამტკიცებისათვის გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას. საამაყოა, რომ რეგიონის ძირითადი საპროგრამო დოკუმენტი 2012-2017 წლებისათვის ქუთაისის უნივერსიტეტში შემუშავდა, რაც ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა!
{Gallery dir='news/15-06-2012'}