ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუდენტური კონფერენციის დღიური

 

ქუთაისის   უნივერსიტეტის  სტუდენტთა  მესამე საუნივერსიტეტთაშორისო  სამეცნიერო პრაქტიკულმა კონფერენციამ საკმაოდ შინაარსიანად და საინტერესოდ ჩაიარა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ თბილისის ივ. ჯავახიშვილისა და ილიას უნივერსიტეტების, ახალციხის  სასწავლო უნივერსიტეტის,  გორისა და ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტების  სტუდენტები, მაგისტრები.

წარმოდგენილი თემების უმეტესი ნაწილი   გამოირჩეოდა პრობლემათა აქტუალობით,  კვლევის სიახლითა და  კარგი პრეზენტაციით.   იყო  შინაარსიანი და საინტერესო კითხვა-პასუხი,  კამათი, დისკუსია.  კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო   გამორჩეულად  წარმატებული  თემების ავტორებს შესაბამის  ნომინაციათა სერთიფიკატები. დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო და სტუდენტებს ჯილდოები გადასცათ  ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა.

გარდა სექციური მუშაობისა კონფერენციის მონაწილეთათვის საკმაოდ მიმზიდველად და ლამაზად ჩაიარა კონფერენციის ორივე დღემ.  სტუდენტებმა მოინახულეს  გელათის, ბაგრატისა და მოწამეთის ტაძრები, სამონასტრო კომპლექსი, სათაფლია... მომავალი ფინანსისტების, ბანკირების, მენეჯერებისა და ბიზნესმენების სტუდენტურ ცხოვრებაში გაჩნდა კიდევ ერთი სამახსოვრო და ლამაზი შეხვედრა, რომელიც  კიდევ უფრო დაამშვენა    ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის ეზოში  სახელდახელოდ გამართულმა  ქართული ლექსისა და სიმღერის დაუვიწყარმა თბილმა  საღამომ   ...

{Gallery dir='news/18-06-2012'}


ბოლო სიახლეები