მიმდინარე წლის 28 ივნისს გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა. სხდომამ დაამტკიცა პირველკურსელი დოქტორანტების ს. ლექვინაძის (სადისერტაციო თემა "საქართველოს რეგიონებში სამრეწველო კლასტერების ფორმირების აქტუალური პრობლემები" (კონცერნ „პრივატჯგუფის“ და იმერეთის მაგალითზე“), რ. საპანაძის ("საფინანსო სისტემის რეგულირების აქტუალური საკითხები და კონკურენციის ხარისხი საქართველოს საბანკო სექტორში") და რ.ბრეგვაძის ("საქართველოს სადაზღვევო ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები") ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები.
სხდომამ ასევე მოისმინა და შეაფასა მესამეკურსელი დოქტორანტების მავლინა ყიფიანისა და აზა იფშირაძის კოლოქვიუმი. აზრი გამოთქვეს და საკუთარი შენიშვნები წარმოადგინეს სრულმა პროფესორებმა: ნ. ჩიხლაძემ, გ. თუთბერიძემ, ი. არჩვაძემ, ასოც. პროფესორებმა: ნ. ვირსალაძემ, გ. შანიძემ, ვ. გურაბანიძემ. სხდომაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ლ. ქელბაქიანი.
{Gallery dir='news/02-07-2012'}