ქუთაისის უნივერსიტეტი კიდევ ერთ ახალ მნიშვნელოვან გამოცემას სთავაზობს მკითხველს. ეს გახლავთ ჩვენი პროფესორების ელგუჯა დეისაძის, ნიკო ჩიხლაძის და კახა გაბელაშვილის ავტორობით შექმნილი სქელტანიანი ნაშრომი “შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში“ („მბმ-პოლიგრაფი“, 2012, - 412 გვ.).
წარმოდგენილი სახელმძღვანელო „სასტარტო დისციპლინების“ შემადგენელი ნაწილია და მაქსიმალურად არის ადაპტირებული ბიზნეს-სივრცესთან. მისასალმებელია ავტორთა მცდელობა, ნაშრომი გამოყენებადი იყოს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო, ისე პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებისათვის. ამდენად, მის პოტენციურ მომხმარებლად შეიძლება მოვიაზროთ: ეკონომიკის (ბიზნესის ადმინისტრირების) ბაკალავრები, მაგისტრანტები, რომლებიც იცვლიან პროფილს ამ მიმართულებით, პროფესიული განათლების სისტემა, ბიზნეს-სექტორის თეორიული კვლევით დაინტერესებული პირები.
წიგნი გამოცემულია ქუთაისის უნივერსიტეტის შიგასაუნივერსიტეტო გრანტის “ახალი სასწავლო დისციპლინისათვის “შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში“ სასწავლო კურსის მომზადება“ ფინანსური მხარდაჭერით.