ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის "ერასმუს +” საერთაშორისო მობილობის პროგრამის მონაწილეებმა - დაჩი კობახიძემ და გიორგი ხუციძემ სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.