,,ჯინსების თაობა“, ,,შავი კეტები“, ,,იყო და არა იყო რა“, ,,ამერიკული ზღაპრები“, ,,ტყეების მეფე“, ,,ჩემი ირლანდიელი პაპა“, ,,გურჯი ხათუნი“ და კიდევ მრავალი სხვა - ეს ის წიგნებია, რომლებიც ერთნაირად აინტერესებს თითქმის ყველა ასაკისა და თაობის ქართველ და არამარტო ქართველ მკითხველს. ავტორის ამოცნობაც ალბათ არ გაგიჭირდებათ: დათო ტურაშვილი - ძალიან ბევრისათვის საყვარელი მწერალი და პუბლიცისტი დღეს ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა. შეხვერდა სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან თბილი, უშუალო, საინტერესო და სახალისო გახლდათ, რაც თავისთავად მოსალოდნელიც იყო.
მწერალმა ისაუბრა მის რამდენიმე რომანზე, გაიხსენა სტუდენტობის წლები. გააჟღერა ისიც, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს ტელევიზიებთან, რათა მოხდეს მისი ერთ-ერთი რომანის - ,,ტყეების მეფე“(ლეგენდები დავით აღმაშენებელზე) ეკრანიზაცია, თუნდაც ტელესერიალის სახით. რადგან ეკრანიდან გადმოცემული ისტორია, ბევრად უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისათვის რომანის შინაარსის გასაგებად და აღსაქმელად.
სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალში უფრო ინტესიურად მოხდეს, რადგან სასიამოვნოა ასეთი უშუალო და პირდაპირი კონტაქტი ნიჭიერ და შემოქმედ ადამიანებთან.
{Gallery dir='news/25-12-2015-1'}