,,საქართველოს მონეტარული პოლიტიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“
25 დეკემბერს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში პროფესორმა ლია ელიავამ ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,საქართველოს მონეტარული პოლიტიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“.
ლექციის თემა საინტერესო და აქტუალური გახლდათ, ამიტომაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელში.
ლექციის დასასრულს მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.
შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ფინალური დასასრული ღია ლექციებისა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტში მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
უნივერსიტეტი კვლავ გააგრძელებს ღია ლექციების კურსს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის დღევანდელობის აქტუალურ და პოპულარულ თემებზე.
{Gallery dir='news/25-12-2015-2'}