დეკემბრის თვე ქუთაისის უნივერსიტეტში განსაკუთრებით დატვირთულია საქველმოქმედო თუ გასართობი ღონისძიებებით; კულმინაცია კი ყოველთვის პატარების ზეიმი გახლავთ. წელს ეს შეხვედრა ბავშვებთან დეკემბრის მიწურულს დაიგეგმა:
30 დეკემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტრადიციად ქცეული საახალწლო კარნავალი გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პატარებისათვის.
ნაძვის ხითა და ფერადი ბურთებით ლამაზად მორთული დარბაზი სავსე იყო თვალებგაბრწყინებული და სანახაობის მომლოდინე ბავშვებით, სტუდენტებითა და თანამშრომლებით.
ზეიმის წამყვანმა პატარა სტუმრები სცენაზე მოიხმო და ყველანი ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან ერთად. მათი მხიარული სიცილი, შეძახილები და საზეიმო განწყობა უფროსებსაც გადაედო და მთელ დარბაზში იგრძნობოდა საახალწლო განწყობა.
დასასრულს, თოვლის ბაბუამ დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა და ბავშვებს მათთვის მომზადებული ტკბილეული და საჩუქრები ჩამოურიგა.
სულ მალე ახალი წელიც შემოაღებს კარებს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი ყოველი ჩვენგანისათვის.
დამდეგ ახალ წელს ჩემო საყვარელო ხალხო -,,დაგბედებოდეთ ნატვრის ახდენა!“
{Gallery dir='news/31-12-2015}