პარტნიორთა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში „კრუიზ–ტ“ პროექტის ფარგლებში
2016 წლის 18 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტს ეწვია ევროკავშირის პროგრამა „ტემპუსის“ „კრუიზ–ტ“ პროექტის კოორდინატორი საქართველოში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორი რომან მამულაძე.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრის დროს განხილული იქნა „კრუიზ–ტ“ პროექტის მიმდინარე სამუშაო პაკეტების აქტუალური საკითხები:
- პროექტით გათვალისწინებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის - “ტურიზმის მენეჯმენტი” შემუშავებისა და მასში პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობის შესახებ;
- საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში არსებული კომპეტენციათა ცენტრების მიერ მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსების დიზაინის შესახებ;
- კომპეტენციათა ცენტრების ორგანიზებით “ერთობლივი პროექტების” განხორციელების შესახებ;
- ბოლცანოს ევროპულ აკადემიაში (იტალია) დაგეგმილი შეხვედრისათვის მზადების შესახებ;
- 2016 წლის სექტემბერში, ბათუმში, „კრუიზ–ტ“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციისა და საკოორდინაციო შეხვედრისთვის მზადების შესახებ.
სამუშაოო შეხვედრის ბოლოს პროფესორმა – რომან მამულაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა უკრაინის ქ. ხერსონში 2015 წლის სექტემბერში ჩატარებული ტრეინინგების მონაწილეები – ქუთაისის უნივერსიტეტის 4 სტუდენტი და 4 თანამშრომელი.
{Gallery dir='news/20-01-2016'}